კატალონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 4 დასახლებული პუნქტი 66-ათასიანი მოსახლეობით კარანტინში მოაქცია.
კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება იგუალადას მუნიციპალიტეტში (ბარსელონას პროვინცია) და მის მიმდებარედ ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 60 ახალ შემთხვევას უკავშირდება.
„12 მარტის 21:00 საათიდან მოქალაქეებს ეკრძალებათ დატოვონ იგუალადა, სანტა-მარგარიდა-დე-მონბუი, ოდენა და ვილანოვა-დელ-კამი“, - განაცხადა კატალონიის ავტონომიის შსს-ს ხელმძღვანელმა.