logo_geo
eng_logo
კატალონიის ოთხ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა
- +

13 მარტი. 2020. 14:37

 

 

კატალონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 4 დასახლებული პუნქტი 66-ათასიანი მოსახლეობით კარანტინში მოაქცია.

 

კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება იგუალადას მუნიციპალიტეტში (ბარსელონას პროვინცია) და მის მიმდებარედ ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 60 ახალ შემთხვევას უკავშირდება.

 

„12 მარტის 21:00 საათიდან მოქალაქეებს ეკრძალებათ დატოვონ იგუალადა, სანტა-მარგარიდა-დე-მონბუი, ოდენა და ვილანოვა-დელ-კამი“, - განაცხადა კატალონიის ავტონომიის შსს-ს ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner