ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფონდ „ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვით, ფონდი მზადაა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს.
„რა სპეკულაციებიც არ უნდა დაიწყოს ცნობილმა შემადგენლობამ, „ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილება, ამ მძიმე პერიოდში შეეხიდოს სახელმწიფოს და ხალხს, არის მისასალმებელი. მარტო სესხების გადავადება არ არის საკმარისი, სხვა საფინანსო ინსტიტუტებმაც უნდა აჩვენონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითები“, - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.