მეცნიერები ისრაელში უახლოეს დღეებში განაცხადებენ, რომ მათ დაასრულეს მუშაობა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. ინფორმაციას ამის შესახებ economictimes.indiatimes.com ავრცელებს.
ისრაელის ყოველდღიური გაზეთი „Ha’aretz“ სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ვირუსის ბიოლოგიური მექანიზმისა და თვისებების გაგების თვალსაზრისით, მათ შორის სწრაფ დიაგნოზირებაშიც. მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლებელია ანტისხეულების წარმოება მათთვის, ვისაც უკვე აქვთ ვირუსი.