ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „სოთბის" აუქციონზე შეძენილ ფიროსმანის ტილოს „შველი წყლის პირას" ხელოვნების მუზეუმს გადასცემს.
ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის ტილო ლონდონში „სოთბის" აუქციონზე 7 ივნისს შეიძინა. ნახატი 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. საწყისი ფასი კი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.
ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს „კრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო „არსენალის მთა ღამით" 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს უკვე გადასცა.