ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალური ქსელით მთავრობას მიმართავს.
„გთხოვთ, ყურად იღოთ ჩემი მზაობა და ინიციატივა!
თქვენი უშუალო კონტროლის ქვეშ გავივლი პირველადი დახმარების მოსამზადებელ კურსებს. მოხალისედ ჩავერთვები ჩვენი მედპერსონალის დახმარების და ინფიცირებულთა მოვლის საქმეში.
გარდა ამისა, ვცხოვრობ მარტო. ჩემს საცხოვრებელ ფართში მოთავსდება 8-10 პაციენტი. მთელი გულით და შეგნებით მზად ვარ გემსახუროთ და ვემსახურო ჩემს ხალხს!
ბევრი ჩემი მეგობარი მზადაა, დაგვიდგეს გვერდში!
ეს არ არის რაიმე ახალი და გასაკვირი! მძიმე ჟამობის ხანს ყოველთვის დგებოდნენ სიცოცხლის სადარაჯოზე რიგითი ადამიანები!
გთხოვთ, არ დავკარგოთ დრო და მოვამზადოთ ბრძოლისთვის სამოქალაქო სექტორი!
ჩემი უდიდესი პატივისცემა საქართველოს ექიმთა დიდ არმიას!
ჩემი უმორჩილესი თხოვნა საქართველოს მთავრობას!“ - წერს ხათუნა ხოფერია.