logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს სიცრუისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
- +

14 ივნისი. 2016. 14:19



საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს სიცრუისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობას სთავაზობდა.


„ბურჭულაძეს ვაძლევ რჩევას, არ იცრუოს და მეტს არაფერს არ ვიტყვი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.


ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ასეთივე პასუხი გასცა პაატა ბურჭულაძის კიდევ ერთ განცხადებას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პაატა ბურჭულაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას გეგმავს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner