საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს სიცრუისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობას სთავაზობდა.
„ბურჭულაძეს ვაძლევ რჩევას, არ იცრუოს და მეტს არაფერს არ ვიტყვი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ასეთივე პასუხი გასცა პაატა ბურჭულაძის კიდევ ერთ განცხადებას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პაატა ბურჭულაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას გეგმავს.