„პირველად ვიგრძენი თავი დაცულად ჩემს ქვეყანაში, პირველად ვიგრძენი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ბევრ განვითარებულ ქვეყანას ვაჯობეთ“, - წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქ-მომხმარებელი ქეთი ლურსმანაშვილი.
როგორც იგი აღნიშნავს, ბელგიაში უნივერსიტეტთან, სადაც მისი შვილი სწავლობს, ერთკვირიანი მიმოწერა დასჭირდა, რათა დაერწმუნებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დროებით ლექციების შეჩერება:
„ზუსტად 1 კვირა დამჭირდა ინტენსიური მიმოწერა ჩემი შვილის უნივერსიტეტთან ბელგიაში, რომ დამერწმუნებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დროებით ლექციების შეჩერება. აბსოლუტურად შეუვალები იყვნენ. თუმცა, როგორც იქნა, გუშინ გამოუცხადეს, რომ შეაჩერეს სწავლა. მათი ერთადერთი რეკომენდაცია იყო - დაებანათ ხელები სტუდენტებს და ავადობის შემთხვევაში დარჩენილიყვნენ სახლში (ანუ გამოჯანმრთელდით, როგორც გინდათ, პრინციპი). პირველად ვიგრძენი თავი დაცულად ჩემს ქვეყანაში, პირველად ვიგრძენი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ბევრ განვითარებულ ქვეყანას ვაჯობეთ. იმედია, ბოლომდე შევძლებთ წარმატებით ამ სიტუაციასთან გამკლავებას“, - წერს ქეთი ლურსმანაშვილი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოხმაურებები მოჰყვა, სადაც ფეისბუქ-მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ საქართველო ბევრად ეფექტურად რეაგირებს, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა.
Khatuna Ugulava - აი, ეგ მინდოდა დამეწერა ახლა. მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მთავრობის ყველა რგოლის ერთიანობითა და მობილიზებით;
Nino Tchanturia - იგივე ხდება ინგლისში, ოღონდ არც აპირებენ სწავლის შეწყვეტას და არანაირი ზომების მიღებას;
Keti Lursmanashvili Nino Tchanturia - ზუსტად ეგრე იყო იტალიაც და ფაქტი სახეზეა. ღმერთმა მალე გადაგვაგორებინოს ეს ამბები;
Tamuna Kemoklidze - იგივე ფინეთში;
Keti Lursmanashvili Tamuna - თან რა ძნელია, რომ ვერ აგებინებ ვერაფერს. საერთოდ აიგნორებენ სიტუაციას;
Tamuna Kemoklidze – Keti - რა სჭირთ, გადავირიე. ჩემი მეგობრის შვილმა, ფინეთიდან: ონლაინზე გადავდივართო, მაინც უნი-ში მიიყვანეს და ლექტორი ჩაერთო ონლაინ დიდ დარბაზში. მოდი და ნუ გაიცინებ;
Nino Erkomaishvili - გეთანხმები, ქეთი. ბევრმა ქვეყანამ ინატროს ის მდგომარეობა, რაც ჩვენთანაა ამ მხრივ. ძალიან ბევრ, ძალიან განვითარებულ ქვეყანას გავუსწარით;
Dea Chkheidze - სან-ფრანცისკოში ცხოვრობენ დეიდაჩემი და ჩემი დეიდაშვილები და არც შეედრება თქვენი რეაგირება აქაურსო, იქ სრული პანიკაა;
Tamuna Jejilashvili - ქეთი, მეც მგონია, რომ ბევრად ეფექტურად რეაგირებს საქართველო, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა;
Lia Janelidze - მეამაყება ჩვენი მედიცინა! ბრავო!
Mary Odisharia - მართალი ხარ, ქეთი, მეც აქ გერმანიაში სალომეს სულ ხელის სადეზინფექციო საშუალებას ვატან სკოლაში და ვიმედოვნებ, რომ ხმარობს. შენმა ბიჭმაც აუცილებლად იქონიოს აეროპორტში;
Guranda Kordzadze-Triantafyllou - ნორვეგია გამაღიზიანებლად ნელა მოქმედებს. არ უკეთდება დეზინფექცია მეტროს და ტრანსპორტს. ფულს არაფერზე ხარჯავენ. იმდენად მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი, რომ გუშინ 3-საათიანი კრების შემდეგ იძულებული გახდნენ, სასწავლებლები დაეკეტათ. აეროპორტი არ მოწმდება, ფრენები არ იკრძალება და ავიაკომპანიებიც აქ იმას აკეთებენ, რაც უნდათ;
Nato Javakhishvili - ჩემი დეიდაშვილია საფრანგეთში და ძაან ქაოსია, მანდ ბევრად უფრო ორგანიზებულია ყველაფერიო. გუშინ ვეხვეწებოდი, ჩამოდი-თქო, მაგრამ არც წამოსვლაა მარტივი გადაწყვეტილება;
Lia Khinikadz - მართლაც იყოჩაღეს ჩვენებმა. გაპურტყულ ევროპას გადაუჯოკრა;
Eka Baramidze - ნამდვილად საოცრად უჭირავთ სიტუაცია. ბრავო მათ. მთავარია, გაუძლონ და ადამიანებმაც გამოიჩინონ თვითშეგნება. ქეთი, გეთანხმები.