„კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს ერთხმად მივიღეთ რეკომენდაციების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც ეხება სასამართლოს თანამშრომლებს, მოხელეებს და ვიზიტორებს. ჩვენ გავაუქმეთ ყოველგვარი გადასახადი და შეზღუდვა ელექტრონულად სარჩელების რეგისტრაციაზე და მაქსიმალურად წახალისებული იქნება დისტანციური ფორმით სასამართლოსთან ურთიერთობა. სასამართლოს თანამშრომლები შესაძლებლობის ფარგლებში დისტანციურად განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. გარკვეული შეზღუდვები იქნება სხდომაზე დამსწრე პირებისთვის და ჟურნალისტებისთვის. ყველა სასამართლო მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმისათვის, რომ მოიპოვონ ინფორმაცია და მიიღონ ყველა ცნობა, რომელიც მათთვის იქნება საჭირო და საინტერესო ყველა კონკრეტულ მომენტში“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემაში
გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ მე-9 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საერთო სასამართლოებმა და სასამართლოს მომხმარებლებმა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
ა) წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით;
ბ) საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
დ) სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა, რაოდენობის შეზღუდვა;
ე) სამოქალაქო საქმეებზე გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ვ) სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა ნაკადის მართვა, მოქალაქეთა (მათ შორის მასმედიის წარმომადგენელთა) არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა სასამართლოს შენობაში, მათ შორის სასამართლოში არსებული სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვა;
ზ) სასამართლოს შენობაში შესვლისას მოქალაქისათვის ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავება;
თ) მოქალაქეთა მისაღებში სასამართლოს მომხმარებელთა რაოდენობის არაუმეტეს 20 ერთეულამდე შეზღუდვა;
ი) სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებების, შეხვედრების, სასწავლო ვიზიტების, მოქალაქეთა მიღებების, ასევე სამსახურებრივი მივლინებების გადადება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა;
კ) მოქალაქეთა ინფორმირება სასამართლოში არსებული დისტანციური სერვისების თაობაზე;
ლ) სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.
ა) თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გარდა განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობისა, რა დროსაც მოქალაქე სასამართლოში უნდა გამოცხადდეს თანმხლები პირების გარეშე, ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს. მოქალაქეს ეკრძალება სასამართლოში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იგი ექცევა მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის რეგულაციაში;
ბ) სასამართლოსათვის მიმართვისას ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge) და საქართველოს ფოსტით;
გ) შეზღუდონ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში არამიზნობრივი გადაადგილება და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.