logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: საგამოცდო პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის
- +

14 ივნისი. 2016. 14:23



განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ქვეყანაში ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და არანაირ სირთულეს, ამ მხრივ, არ ელოდებიან.



მისივე თქმით, „ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრში" ახლახან იმყოფებოდა და გამოცდების მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით ცენტრის ხელმძღვანელობას ესაუბრა.



ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირ სირთულეს არ მოველით. საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად არის მომზადებული. მადლობაც ეკუთვნის ამ ცენტრ იმისათვის, რომ წლების განმავლობაში ეს საქმე ძალიან მაღალ დონეზე აიყვანეს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



მინისტრი იმედოვნებს, რომ წელსაც საგამოცდო პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის და ყველა აბიტურიენტს გამოცდებზე წარმატება უსურვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner