„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსი გამოქვეყნდა, რომელიც მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების და პოლიტიკის მორიგ აღიარებად უნდა შეფასდეს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლა და პროგრესი აქვს:
„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსი გამოქვეყნდა, რომელიც მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების და პოლიტიკის მორიგ აღიარებად უნდა შეფასდეს. 2020 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.
რეგიონული მასშტაბით მოცემული რვა მიმართულებიდან საქართველო ექვს კატეგორიაში ლიდერობს:
ჩემთვის განსაკუთრებით გამოსარჩევი და ნიშანდობლივი შემდეგი ინდიკატორია, კორუფციისაგან თავისუფლების მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, ხოლო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე მოხვდა. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს აქვს წინსვლა და პროგრესი, ეს ფაქტია!“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.