სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და რვას მიაღწია. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, 8 პაციენტიდან 5 ერთ წყაროს უკავშირდება, კერძოდ, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა პირი, რომელიც ახალ ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდა, კარანტინშია გადაყვანილი.