logo_geo
eng_logo
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა
- +

13 მარტი. 2020. 19:44

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და რვას მიაღწია. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი ავრცელებს.

 

მინისტრის თქმით, 8 პაციენტიდან 5 ერთ წყაროს უკავშირდება, კერძოდ, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან ჩავიდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა პირი, რომელიც ახალ ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდა, კარანტინშია გადაყვანილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner