logo_geo
eng_logo
„ნუ თესავთ პანიკას მოსახლეობაში!“ - პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ადვოკატ კობაიძეს პასუხობს
- +

13 მარტი. 2020. 19:49

ადვოკატი ალეკო კობაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თითქოს მას დაუკავშირდნენ მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საკანში არიან პატიმრები, რომლებსაც აქვთ სიცხე და არ აძლევენ მედიკამენტს. კობაიძეს სოციალურ ქსელში პასუხობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილი, რომელიც კობაიძეს მოუწოდებს, რომ არ გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია.

 

ამასთანავე, ჩიდრაშვილი განმარტავს, რომ ყველა პენიტენციური დაწესებულება მომარაგებულია საჭირო მედიკამენტებით:

 

„ბატონო ალექსანდრე, როგორც N8 პენიტენციური დაწესებულება, ისე საქართველოს ყველა დაწესებულება სრულად უზრუნველყოფილია გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტებით, არსებობს მარაგებიც და ძალიან გთხოვთ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავეთ და ნუ თესავთ პანიკას მოსახლეობაში“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner