კონსტანტინე გამსახურდია პირად „ფეისბუქ“-გვერდზე უმცროსი ძმის გიორგი გამსახურდიას მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ სტატუსს აზიარებს და საკუთარ კომენტარსაც ურთავს.
„გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“ წერს: „ძალიან სამწუხაროა ცოტნეს გარშემო ე.წ. გულშემატკივრები მტკნარ სიცრუეს რომ ავრცელებენ. ცოტა ნამუსსაც მოუხმეთ, კარგი იქნება.... თუ გაქვთ საერთოდ. სხვა საქმე მონახოთ, ჯობია მავნებლობის ნაცვლად“.
დავამატებდი: რაც შეეხება ცოტნეს მდგომარეობას, რეაბილიტაციის პროცესი ნელა, მაგრამ მაინც წინ მიდის. შემდეგ ეტაპად დაგეგმილია რეაბილიტაცია შესაბამის კლინიკაში. თუ რომელ ქვეყანაში გაგრძელდება ეს, ამის დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებთ“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.