„მხოლოდ ეკონომიკურ ეფექტზე რომ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, კორონავირუსის გავლენა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ არავინ იცის, საბოლოო ჯამში, რა დროს წაიღებს ამ პრობლემის გადალახვა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ უკვე მოახდინა უარყოფითი ეფექტი მსოფლიოზე, საქართველოში კი ამ ეფექტზე თებერვლის თვის სტატისტიკიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ. მისივე თქმით, მსოფლიოში ურთიერთგანსხვავებული გლობალური პროგნოზები ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ადასტურებს, რომ ცვალებადი ვითარებაა.