კონსერვატორიის სტუდენტებმა გვანცა აბურჯანიამ და ნინო წულუკიძემ, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და კარანტინში მოხვდნენ, ვიდეო ჩაწერეს. მათ სიმღერას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:
"მოკლედ ასე. გამოვექეცით კორონას ციებ-ცხელებას, გამოვაღწიეთ იტალიის წითელი ზონიდან, ჩამოვფრინდით საქართველოში, მოვხვდით კარანტინში, თუმცა გულს მაინც ემღერება... ასე ვებრძვით ეპიდემიას".