logo_geo
eng_logo
ელექტრონული წიგნების ერთთვიანი პაკეტი უფასო იქნება - "გამომცელობა პალიტრა L"ინიციატივას უერთდება
- +

13 მარტი. 2020. 21:19

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და განათლების სამინისტროს ჩართულობით, მიღწეულია შეთანხმება ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია – lit.ge – სთან, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში, თავისუფალი წვდომა მიეცეს ამ პლატფორმაზე განთავსებულ გამომცელობა "პალიტრა L"-ისა და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" 2093 ელექტრონულ წიგნზე.

 

 

"გამომცელობა პალიტრა L" უერთდება ამ ინიციატივას და ხელმისწვდომს ხდის ელექტრონულ წიგნებს, lit.ge-ზე განთავსებულია ჩვენი 2000-მდე ელექტორნული წიგნი, მათ შორის, პატარებისთვის

 

 

ზღაპრები, ასევე მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა, თანამედროვე თარგმანები და ა.შ. ეს წიგნები ერთი თვით საზოგადოებისთვის იქნება უფასო. გარდა ამისა, "გამომცელობა პალიტრა L"- ის ერთ-ერთი პლატფორმაა აუდიოწიგნები- gudabooks.ge, სადაც წიგნების გარკვეული რაოდენობა გავხადეთ ხელმისაწვდომი. ზოგადად ,gudabooks.ge-ზე 200-მდე წიგნია გახმოვანებული ცნობილი მსახიობებისა და ავტორების მიერ და აქვს აპლიკაცია "guda", რომლის მეშვეობითაც, ტელეფონშიც შეძლებთ მოსმენას", -გამომცელობა "პალიტრა L-ის" დირექტორი თინათინ ასათიანი.

 

 

"ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარული ურთიერთობა.

 

 

სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ და ხელმისაწვდომი გახადეს ელექტრონული რესურსები – მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის", – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

 

 

მისივე თქმით, იმ პერიოდში როდესაც საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა, მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, ეს დრო მხატვრული ლიტერატურის კითხვისთვის გამოიყენონ.

 

 

მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ მთავრობა კომუნიკაციაშია სხვა კომპანიებთანაც, რომლებსაც ასევე აქვთ გარკვეული წინადადებები და ახლო მომავალში, ისინი თავად განაცხადებენ საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ.

 

 

Lit.ge -ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის, აუცილებელია:

 

 

მომხმარებელი დარეგისტრირდეს საიტზე Lit.ge (ელ.ფოსტით ან ფეისბუქით);

ავტორიზირებული მომხმარებელი უნდა შევიდეს "სამკითხველოს" გვერდზე, სადაც სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ;

პაკეტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა სასურველი სამი წიგნის არჩევისა და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება;

სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი;

წიგნების წასაკითხად, ელექტრონულ მოწყობილობაზე აუცილებელია იოტა რიდერის აპლიკაციის გადმოწერა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner