logo_geo
eng_logo
ჩინელი ექიმები იტალიაში უკვე ჩავიდნენ და დაახლოებით, ერთი ტონა სამედიცინო მასალა ჩაიტანეს
- +

13 მარტი. 2020. 22:13

 

 

ჩინელი ექიმების 9–კაციანი ჯგუფი იტალიაში უკვე ჩავიდა. როგორც ჩინური სახელმწიფო მედია იუწყება, მედიკოსებმა ქვეყანაში დაახლოებით ერთი ტონა სამედიცინო მასალა ჩაიტანეს, რათა იტალიელებს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა მანამდე მსგავსი დახმარება ირანსა და ერაყს გაუგზავნა.

 

 

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.

 

 

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

 

 

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

 

 

წყარო: accentnews.ge

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner