logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ბავშვები ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, სასურველია საქანელები სველი წესით დამუშავდეს
- +

13 მარტი. 2020. 22:36

 

 

„ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

 

მისივე ცნობით, ბავშვების ეზოებსა და სკვერებში სუფთა ჰაერზე გასეირნება ინფექციის გამო არ უნდა შევზღუდოთ, თუმცა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი სივრცეები უნდა მოვაწესრიგოთ.

 

 

“ჩვენთან დიდი ეპიდემია ღვთის წყალობით,არ არის და ბავშვები ჰაერზე უნდა გაიყვანოთ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დიდი თავყრილობები, ბავშვების დიდ დაბადების დღეებზე წაყვანა, შევზღუდოთ, თორემ ეზოშიც უნდა გაიყვანოთ და ჰაერზეც უნდა გაიყვანოთ, რა თქმა უნდა.

 

 

სასურველია, რომ ,ვინც ამ საქანელებსა და ა.შ ემსახურება, წესის შესაბამისად ჰიგიენურად დაამუშაონ, საქანელა გაწმინდონ ხოლმე, სასურველია ყოველდღიურად – როგორც სახლს ალაგებთ ისე.

 

 

ზოოპარკში მაგალითად კარგია, ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ამაზე იფიქროს და საქანელები გაწმინდოს ხოლმე. სოლიდარობას რომ ვამბობ, ყველამ გამოვიჩინოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ბავშვი სადაც ჯდება და რასაც ხელს კიდებს ხოლმე, ის იყო ჰიგიენურად დამუშავებული. არ არის აუცილებელი სადეზინფექციო ხსნარი, ჩვეულებრივი კარგი სველი ტილოთი გაწმინდონ ხოლმე,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner