logo_geo
eng_logo
ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა უკანონოდ შეფასებული არ არის
- +

14 ივნისი. 2016. 14:26



ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე.

 

 

დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოყვანილი დასკვნები ეხება მხოლოდ წინასწარი პატიმრობის პერიოდს და არ ეხება სასჯელის მოხდის პერიოდს.

 

 

არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი (წინასწარი პატიმრობის კანონიერება). მერაბიშვილი თავისი წინასწარი პატიმრობის უკანონობას ამტკიცებდა და ტიმოშენკოს პრეცედენტი მოჰყავდა მაგალითად, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და მერაბიშვილი არ ცნო პოლიტიკურ პატიმრად.

 

 

არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით- წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.

 

 

დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით -წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.

 

 

დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი - წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებით გამოყენების აკრძალვა, ვიდრე ამას ითვალისწინებს კანონი, 5.1 მუხლთან კავშირში.

 

 

ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარის არგუმენტის თანახმად, 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარი ინციდენტისას იგი წაიყვანეს იძულებით მთავარ პროკურორთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან, რომელთაც მას მოთხოვეს აღიარებითი ჩვენება.

 

 

ასევე, სასამართლოს დასკვნაში, პატიმრის განცხადება, რომ იგი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების მიზნით დააკავეს, მოხსენიებულია, როგორც ვანო მერაბიშვილის არგუმენტი.

 

 

დარღვევებისთვის სასამართლომ ვანო მერაბიშვილს მიანიჭა 4 000 ევრო მორალური კომპენსაცია. თუმცა, თავად ითხოვდა 15 000 ევროს.

 

 

მის ადვოკატებს ჰონორარად კომპენსაცია მიენიჭათ 4 000-4 000 ევრო, თუმცა, ბრიტანელი ადვოკატი ითხოვდა 5 600 ევრო ჰონორარს, ოთარ კახიძე კი 35 600 ევროს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner