სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ქართველი ინფექციონისტების განსაკუთრებულ ღვაწლსა და თავდადებაზე საუბრობს.
“საქართველოს ინფექციონისტები და ვირუსოლოგები ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე არიან.
ვინც ავადმყოფის საწოლთან დგას, როგორც ჯარისკაცი, ცეცხლის ხაზზე, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, ის ყველაზე მეტადაა დასაფასებელია, ამიტომ, გვარებით არავის გამოვყოფ.
ინფექციონისტების შრომა, როგორც მომატებული საფრთხის შემცველი, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე ათწლეულებია, სათანადოდ არაა დაფასებული.
ამ მძიმე პერიოდში, მე, როგორც ერთი მოქალაქე, მადლიერების ნიშნად, ჩემს მოწიწებულ წვლილს შევიტანდი, თუ ანგარიში გაიხსნება, სწორედ პირველ ხაზზე მებრძოლი ექიმ-ინფექციონისტების ფინანსური პრემირების მიზნით.
გმირებს მარტო ჩვეული ომები არ შობს, ესეც ომია, აქაც სიცოცხლის საფრთხე, ოღონდ აქ ტყვია-უცნობი ვირუსია!!!
P.S. ჩემმა მეგობარმა, ოქროს ადამიანმა, რეზო თურნავამ მომწერა, რომ ასეთი ანგარიში უკვე გახსნილია, მიზნობრიობა: „კორონა ვურუსტან მებრძოლ პერსონალის ფინანსური წახალისება“: GE29TB7144136020100001
კიდევ ერთი P.S. მე უკვე ჩავრიცხე მცირედი, მაგრამ ერთად ჩვენ ბევრნი ვართ და ასე, ნამცეც-ნამცე გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება. - წერს მაია ნიკოლეიშვილი ფეისბუქ გვერძე.