logo_geo
eng_logo
"კორონავირუსის შემთხვევათა მატება ჩვენთანაც დაფიქსირდება - არ უნდა მივეცეთ პანიკას, ინფექციას მსოფლიო დაძლევს" - გამყრელიძე
- +

13 მარტი. 2020. 23:32

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაცია მთელს მსოფლიოში უარესდება. მისი თმით, საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია, ამიტომ ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაშიც გაიზრდება.

 

 

გამყრელიძის შეფასებით, მიუხედავად ეპიდსიტუაციისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მსოფლიო კორონავირუსს დაძლევს.

 

 

"როცა ეპიდემია არის, პიკი რა თქმა უნდა, ყოველთვის დგება. მე შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევათა ზრდა გვექნება, რადგან შემთხვევათა ქვესვლა არის მხოლოდ ჩინეთში, ხოლო ყველგან ჩინეთს გარეთ და უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია. ინფექციის შემთხვევა ჩინეთთან ერთად გახლავთ უკვე 140 000, ანუ 60 000 შემთხვევა დაფიქსირდა უკვე ჩინეთს გარეთ.

 

 

დღეს, ყველა ქვეყანაში ფიქსირდება სერიოზული ზრდა, ანუ ეპიდსიტუაცია უარესდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას იმიტომ, რომ ამ ინფექციას მსოფლიო დაძლევს. ერთდერთი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ რამდენიმე მიმართულებით. ერთი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ინფექციის შემოტანა და აუცილებლად დავიცვათ საკარანტინო, ასევე თვითიზოლაციის პირობები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე  stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

 

 

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 314 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 63 ადამიანი გადის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner