ჩინეთის Sun Yat-sen უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შეისწავლეს კორონავირუსი და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მისი გავრცელებისთვის ყველაზე ოპტიმალურია 35-50% ტენინაობა და ტემპერატურა 5-დან 8.72 გრადუსი ცელსიუსით. მეცნიერები ამ დასკვნამდე 24 ათასი დადასტურებული შემთხვევის ანალიზის საფუძველზე მვიდნენ.
სპეციალისტებმა გაითვალისწინეს ვირუსის ინკუბაციის პერიოდი და საკარანტინო ზომები, რომლებიც თანდათანობით დაინერგა სხვადასხვა ქალაქში. ამ დაკვირვების შედეგად კი კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის მოქმედება მკვეთრად მცირდება 8.72 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე. უფრო მეტიც, 30 გრადუს ტემპერატურაზე მისი ინფექციური მაჩვენებელი ფაქტობრივად ნულის ტოლია.
ცნობისთვის, COVID-19- ის დაავადება გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქისრდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იგი აღიარა, როგორც გადაუდებელი შემთხვევა საერთაშორისო მასშტაბით და მას პანდემია უწოდა. კორონავირუსის გავრცელების რისკი ძალიან მაღლა აიწია.
110–ზე მეტ ქვეყანაში 140 ათასი ადამიანი უკვე დაავადებულია კოროვირუსით მსოფლიოში, უმეტესობა გამოჯანმრთელდა, მაგრამ 5 ათასზე მეტი გარდაიცვალა.