ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ქუცნაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება ორ კვირაში მოხდება, ხოლო პარტიული სია მოგვიანებით გახცდება ცნობილი.
„როგორც კახა კალაძემ ბრძანა, ორ კვირაში დაიწყება მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება. კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აქტიურად მუშაობენ კანდიდატების შერჩევის საქმეზე. რაც შეეხება პარტიულ სიას, მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი",- განაცხადა ქუცნაშვილმა.