logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონში დასუფთავების კამპანია დაიწყო
- +

14 მარტი. 2020. 11:18

 

 

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონში დასუფთავების კამპანია დაიწყო. კომპანიის დასუფთავების სამსახურის მიერ, მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით ზესტაფონის ცენტრალური უბნების მოგვა-მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ 15-კაციანი ბრიგადა სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე მუშაობდა მათ შორის: აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის და ჭანტურიას ქუჩებზე.

 

ზესტაფონში ქუჩების დასასუფთავებლად კომპანიამ სპეციალურად გამოყო: ორი მომხვეტი, ორი მომრეცხი და ერთი „ფორდის“ ტიპის ძარიანი ავტომობილი, რომელზეც კერხერის სარეცხი დანადგარია დამონტაჟებული.

 

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსმა გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, ზესტაფონში დასუფთავების აქცია ჭიათურის მსგავსად სამომავლოდ ყოველდღიურად არის დაგეგმილი.

 

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეძენილი მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომანქანები ჭიათურაში, ყველა ქუჩაზე ყოველდღიურ რეჟიმში დილის 5 საათიდან 14 საათამდე მუშაობენ.

 

კომპანიის მიერ გასულ წელს შეძენილი 8 ავტომანქანიდან 4 ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, 4 კი - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას გადაეცა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner