logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

14 მარტი. 2020. 11:57

 

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, გუშინ მასთან ტესტირება განმეორდა და „COVID 19-ზე“ პასუხი უარყოფითი მიიღეს.

 

„იცით, რომ პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ეს იყო 26 თებერვალი, მასთან ტესტი მე-14 დღეს გაკეთდა და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. მასთან ტესტირება გუშინ განმეორდა და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, პროტოკოლურად აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მივიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია. იმედი გვაქვს, რომ ეს მართლაც ასე იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner