logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებიან
- +

14 მარტი. 2020. 11:59

 

სომხეთის პრემიერის ცოლი, ანა აკობიანი დღეს კორონავირუსზე ტესტს გაივლის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“-ლაივის დროს განაცხადა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან გამართა შეხვედრა.

 

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით მან ეს ამბები უარყო, მაგრამ მე და ანა გავდივართ ტესტირებას მაინც, ინფექციის გამორიცხვის მიზნით“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

 

ცნობისთვის, გუშინ მსოფლიო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს, ჯაირ ბოლსონეროს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა, მოგვიანებით მან ეს ინფორმაცია უარყო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner