logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ძნელაძე არასამთავრობო ორგანიზაციის „ბავშვი და გარემო“ დაქვემდებარებაში არსებულ სამ ცენტრს ესტუმრა
- +

14 ივნისი. 2016. 14:34


 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ვლადიმერ  ძნელაძემ და დედაქალაქის  მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ არასამთავრობო ორგანიზაციის „ბავშვი და გარემო" დაქვემდებარებაში არსებული ცენტრები მოინახულეს. 
არასამთავრობო ორგანიზაცია სამ ცენტრს:  დღის ცენტრს „ცისარტყელა", სადაც სიღარიბის პროგრამაში ჩართული ოჯახების ბავშვები  ბაზისურ დახმარებას იღებენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრს „იმედი" და  მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს „ბეღურები" აერთიანებს.     



სამივე ცენტრი  82 ბავშვს ინდივიდუალურ დახმარებას საჭიროებისამებრ უწევს და თითოეული მათგანი ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ფინანსდება.



როგორც ორგანიზაციის „ბავშვი და გარემო" პრეზიდენტმა ნანა იაშვილმა ვლადიმერ ძნელაძესთან და ირაკლი გვილავასთან საუბარში აღნიშნა, შენობა, რომელშიც დღის ცენტრებია განთავსებული, ორგანიზაციას სახელმწიფოს მიერ 2009 წელს 20 წლის ვადით გადაეცა.



შეხვედრისას  ორი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რაც შენობის ქირის გადასახადსა და  არაფორმალური სწავლებისა და სპორტული აქტივობების პედაგოგების საჭიროებას უკავშირდება.



ვლადიმერ  ძნელაძე და ირაკლი გვილავა ორგანიზაციის წარმომადგენლებს  საკითხში გარკვევასა და კომპეტენციის ფარგლებში, დახმარებას დაპირდნენ.
დღესვე ცენტრის აღსაზრდელებმა სტუმრებს საკუთარი შესრულებით მუსიკალური ნომრები წარმოუდგინეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner