NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ხავიერ სოლანა კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სოლანა ორშაბათს ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც სხვა პირებთან ერთად ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა.
ცნობისთვის, 77 წლის ხავიერ სოლანა 1995-1999 წლებში NATO-ს გენერალური მდივანი იყო, ხოლო 1999-2009 წლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საქმეებში.