გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ჭელიძის ქუჩის მონაკვეთზე გზის მოწყობა სრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებისას დისკომფორტი ექმნებოდათ.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბორდიური და 900 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი. ასევე, მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ლითონის ჯებირები განთავსდა.
სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ასრულებს დაახლოებით, 100 500 ლარი არის გათვალისწინებული.