logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: პოლიტიკამ რაც სახე დაგვაკარგვინა, იქნებ განსაცდელმა დაგვიბრუნოს
- +

14 მარტი. 2020. 14:37

 

„არავის არაფერს მოვუწოდებ, უბრალოდ, ჩემს ემოციებს ვამბობ, პოლიტიკამ რაც სახე დაგვაკარგვინა, იქნებ განსაცდელმა დაგვიბრუნოს“, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ ყველაფერს თანაგრძნობა, გულისხმიერება და სიყვარული თუ არ დაუპირისპირე, მაშინ, არაფერს აქვს აზრი.

 

„თქვენი ეთერის საშუალებით მითქვამს, რომ ჩემთვის სამოქალაქო საზოგადოება „ენჯეოების“ კრებული კი არ არის, არამედ სამოქალაქო საზოგადოება ჩემთვის არის ის სახე, ვინც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს, სახეს არ კარგავს და ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას“, - განაცხადა მაღრაძემ.

 

ამასთან ის გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი“.

 

„ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. უკვე თითქმის, თანაგრძნობას იწვევს, ისეთ მძიმე, საწყალ მდგომარეობაში გამოიყურება. სულიერადაც, ინტელექტუალურადაც, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. კომენტარის გაკეთებაც გამოვა, რომ უკვე ცინიზმში გადავალ, იმდენად მძიმე სულიერ მდგომარეობაშია ადამიანი ჩავარდნილი. ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდი ოპოზიციაში ვიყავი, როცა ის ხელისუფლებაში იყო. მასთან წინააღმდეგობაში ვიყავი, როდესაც ძალიან ორგანიზებული დანაშაულებრივი რეჟიმი მძვინვარებდა. ის არ იყო უნიათოთა ხელისუფლება, ძალიან საფრთხისშემცველი იყო მათ წინააღმდეგ ბრძოლა. როცა ჭირდა ბრძოლა, მაშინ შევეცადეთ, რომ გვებრძოლა, მაგრამ ახლა უკვე იმ განცხადებას, რასაც ვისმენ, მძიმე სულიერ და გონებრივ მდგომარეობაშია ექს-პრეზიდენტი“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner