logo_geo
eng_logo
ველური ბუნების სააგენტომ ადგილობრივი სახეობა კაკაბი დაცული ტერიტორიის ბუფერულ ზონაში გაუშვა
- +

14 მარტი. 2020. 17:06

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ დაცული ტერიტორიის ბუფერულ ზონაში, პოპულაციის აღდგენის მიზნით,  40 ფრთა ადგილობრივი სახეობა კაკაბი გაუშვა.  ღონისძიების მიზანია საქართველოს ფაუნის, იშვიათი და მოწყვლადი სახეობების ბუნებაში აღდგენა.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნებაში გაშვებული ფრინველების მეთვალყურეობის მიზნით, ვიდეოხაფანგებს დაამონტაჟებს.

 

ამ ეტაპზე სააგენტოში ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად  500 მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000 მდე კაკაბი და 20 ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner