logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: ბრმები და ყრუები ვართ?!
- +

29 თებერვალი. 2016. 15:30


„სავსებით სამართლიანია პროკურატურის გადაწყვეტილება საგარეჯოს არჩევნების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით", - აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „რეპორტიორთან" საუბრისას.


ჯაველიძე თავდაცვის მინისტრს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ თინა ხიდაშელმა თანამდებობა უნდა დატოვოს.


„თინა ხიდაშელს არამარტო უნდა შეუჩერონ უფლებამოსილება, არამედ მას უნდა დაუმტკიცონ დანაშაული. არც უნდა ამას მტკიცება, თითოეული ჩვენგანი თვითმხილველები ვართ იმისა, რასაც სჩადიოდა თინა ხიდაშელი არჩევნების დროს. თუ ბრმები და ყრუები ვართ?! რა არის აქ სადავო და საკამათო?! თინა ხიდაშელმა სპეციალურად გადაიყვანა არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე 500 ჯარისკაცი საგარეჯოში და პირწმინდად ხუთასივეს ჩააყრევინა თავისი კანდიდატის სასარგებლოდ ხმები. რაში ადანაშაულებენ გოგი თოფაძეს, სიმართლე რომ თქვა?!

 

ჩემი სურვილია, არათუ შეუჩერდეს უფლებამოსილება, არამედ გამოიტანონ სამართლიანი განაჩენი და ამ განაჩენის მიხედვით, თინა ხიდაშელი შეაბრძანონ ციხეში", - განაცხადა ჯაველიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner