რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სელექტორულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.
„შემოწმება რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და მობილიზაციის შესამოწმებლად ტარდება და ის 22 ივნისამდე გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება ოპერატიული ძალების შემოწმებას დაეთმობა", - განაცხადა სერგეი შოიგუმ.
ცნობისთვის, რუსეთში ბოლო წლების მანძილზე საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება რეგულარულად ტარდება.
მარტში ამგვარი სწავლება რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 30 ათასმა ადამიანმა მიიღო.