logo_geo
eng_logo
ხანდაზმული პაციენტების გადარჩენაზე დეფიციტური რესურსები არ დახარჯება - რეკომენდაცია იტალიელ ექიმებს
- +

14 მარტი. 2020. 19:26

 

 

 

იტალიაში არსებული ვითარების შესახებ ბიბისი მძიმე სტატიას აქვეყნებს, რომელიც იტალიელი ექსპერტების რეკომენდაციებს ეხება. ისინი იტალიელ ექიმებს ურჩევენ აუცილებლობის შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანებზე ნაკლები რესურსი დახარჯონ და მათ გარდაცვალების საშუალება მისცენ. ეს არის მძიმე არჩევანი, რომლის გაკეთება ექიმებს მოუწევთ. ორი კვირის წინ იტალიაში კორონავირუსის 322 დადასტურებული შემთხვევა იყო. ექიმებს ყოველ პაციენტზე ზრუნვის საშუალება ქონდათ. ერთი კვირის წინ იტალიაში Covid 19-ის 2502 შემთხვევა იყო. ექიმები ჯერ კიდევ ახერხებდნენ მწვავე სუნთქვითი უკმარისობის მქონე ყველა ავადმყოფისთვის ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია გაეკეთებინათ.

 

 

11 მარტს იტალიაში დაავადებულთა რაოდენობა 10 149–მდე გაიზარდა. პარასკევს კი 17 500–ს გადააჭარბა. ახლა უბრალოდ იმდენი ავადმყოფია, რომ ყველა მათგანზე თანაბარი ზრუნვა გამორიცხულია. ექიმები და ექთნები ყველას არ ყოფნის. და რაც მთავარია, ფილტვების ვენტილაციისთვის საჭირო აპარატურა იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის პაციენტები, ვისაც ეს აპარატურა გადასარჩენად ჭირდება.

 

 

იტალიელ ექიმებს ნამდვილ კოშმარში უწევთ მუშაობა.

 

 

იტალიის ანესთეზიის, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის ინსტიტუტმა მათთვის საგანგებო სიტუაციებში მუშაობის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

 

 

დოკუმენტი ამჟამინდელი სიტუაციის საომარ, ან მაშტაბური ბურენებრივი კატასტროფების დროს არსებულ სიტუაციებთან შედარებით იწყება, როცა ექიმებს უწევთ აირჩიონ, რომელ დაშავებულს აღმოუჩინონ პირველ რიგში დახმარება.

 

 

ბიბისი წერს, რომ რეკომენდაციები შეიცავს მოწოდებას დადგინდეს შერჩევის კრიტერიუმები “სამართლიანი გადანაწილების და შეზღუდული რესურსების ოპტიმალური გამოყენების“ საფუძველზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner