logo_geo
eng_logo
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა
- +

14 ივნისი. 2016. 15:02



14 ივნისს, კულტურის სამინისტროში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და ფესტივალის მხარდამჭერები უძღვებოდნენ.


ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში, ოზურგეთსა და შეკვეთილში 1, 2 და 3 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და თურქეთის ანსამბლები. სამდღიან ფესტივალს 3 სექტემბერს გალა კონცერტი დახურავს, რომელიც შეკვეთილში, ახალგახსნილ საკონცერტო დარბაზში „Black Sea Arena" გაიმართება. „Black Sea Arena" ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია.


ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს პირველად ტარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული კოლექტივები და ქართველ მაყურებელს ქვეყნის ხალხურ შემოქმედებას გააცნობენ.


ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner