მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი პირი, თვითიზოლაციის წესების დაუმორჩილებლობის გამო, სამედიცინო მანქანით საკარანტინო ზონაში იძულების წესით გადაიყვანეს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ორივე ადგილობრივი მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან იყო შემოსული. მათგან ერთმა საზღვარი 4 მარტს და მეორემ კი, 12 მარტს გადმოკვეთა.
“მოსახლეობამ გაგვაგებინა,რომ ორივე მათგანმა დაარღვია თვითიზოლაცია და ერთ-ერთი მათგანი პურის საყიდლად გავიდა. თვითონაც აღიარეს,რომ წესებს არ დაემორჩილნენ და მათ 14 დღიანი კარანტინი უწევდათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს,რომ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ”, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგარეჯოს ცენტრის დირექტორმა,ლეილა ოთარაშვილმა.
დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 82 პირი იმყოფება.