logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპს კორონავირუსი არ დაუდგინდა
- +

15 მარტი. 2020. 10:28

 

 

ცნობილი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტესტის შედეგები - მას კორონავირუსი არ დაუდგინდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პირადმა ექიმმა შონ კონლიმ განაცხადა. ინფორმაციას „Reuters“ ავრცელებს.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს ფაბიო  ვაინგარტენეს, რომელსაც გასულ კვირას დელეგაციასთან ერთად შეხვდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, შემოწმდება ადმინისტრაციის ყველა წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვისაც მასთან ან ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან კონტაქტი ჰქონდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner