logo_geo
eng_logo
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტში ახალი მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა
- +

15 მარტი. 2020. 10:53

 

                                                              

შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში კოოპერატივმა „ახალგაზრდა ფერმერმა“ მერძეული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის ასაშენებლად 700 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 300 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია,  ხოლო 60 000 ლარი პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმისგან“ მიღებული გრანტი.

 

კოოპერატივს მეურნეობაში დასაქმებული ჰყავს 6 ადგილობრივი ადამიანი და მის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. ფერმაში ამჟამად 50 სული  მერძეული მაღალპროდუქტიული ჯიშის (ჰოლშტეინი) საქონელია. ფერმაში ყოველდღიურად 1 ტონამდე რძეს აწარმოებენ. 

 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენა ტკოცაში სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კოოპერატივის,  „ახალგაზრდა ფერმერის“ ფერმა მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში და ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები და ა.შ.

 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner