-
+
15 მარტი. 2020. 11:04
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად ერთიანი მომსახურების ცენტრი გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე.
16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით.
საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:
- ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება
- ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება
- ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა
- ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა
- ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება
- გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა
- ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა)
- მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება
- საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:
- არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება
- გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება
- სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება
- გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება
- სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება
- სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება
- სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება
- საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად შეგიძლიათ ეწვიოთ Police.ge-ს.
საკონტაქტო ინფორმაცია: 2414242
Police.ge
Patrolinfo@mia.gov.ge