ავტორი ანა ნონიკაშვილი
ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჯგერენაიას განცხადებით, ღონისძიებები, რომელიც დასახა ეროვნულმა ბანკმა, ეფექტური აღმოჩნდა ლარის გასამყარებლად. ჯგერენაიამ ასევე აღნიშნა, რომ ლარის კურსი დღეს მართვადი პროცესია.
„ლარის კურსის გამყარების ტემპი მნიშვნელოვანია. ყოველდღე ეროვნული ბანკი ყიდულობს 25 მილიონ დოლარს, რომ არ მოხდეს ლარის სწრაფად გამყარება. ის ღონისძიებები, რომელიც დასახა ეროვნულმა ბანკმა, მინიმალური რეზერვების გაზრდის კუთხით დოლარში და მეორე მხრივ მთავრობამ, რომელიც პერიოდულად უშვებს სახაზინო ვალდებულებებს, ეფექტური გამოდგა ლარის გასამყარებლად. ლარის კურსი დღეს მართვადი პროცესია",- განაცხადა ჯგერენაიამ.