logo_geo
eng_logo
იტალიის მთავრობის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

15 მარტი. 2020. 13:04

 

 

იტალიის ჯანდაცვის მინისტრისა და განათლების მინისტრის მოადგილეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

განათლების მინისტრის მოადგილემ ანა ასკანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ხველება და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ეჭვი კორონავირუსზე მიიტანა და ტესტმა ინფექციის არსებობა დაადასტურა.

 

ამ დროისთვის, მთავრობის ორივე წევრი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

 

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოდენობა 21 157 შეადგენს, ხოლო გარდაცვლილია 1441 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner