ნიდერლანდებში, უხრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეულები, რომელიც ახდენს COVID-19- ის ინფექციის ბლოკირებას. ინფორმაციას აღმოჩენის შესახებ გამოცემა „NOS“ აქვეყნებს.
უჯრედული ბიოლოგიის პროფესორის ფრანკ გროსველდის განცადებით, ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების პირველი აღმოჩენაა და, არსებობს იმის ალბათობა, რომ „ეს იქნება კორონავირუსის პირველი წამალი“.
თუმცა, წამლის აფთიაქებში გამოჩენამდე მან უნდა გაიაროს შესაბამისი ცდები, რასაც შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს, ასევე იგი უნდა აღიარონ სხვა მეცნიერებმაც.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 156 400 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 5 833 ლეტალურად დასრულდა.