საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა, სადაც საქართველოს ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტთან დაკავშირებით დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, განმეორებითი ტესტის შემთხვევაში შეიძლება თქმა, რომ ეს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.