გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ეროვნული ფორუმის" წევრმა შალვა კიკნაველიძემ პარტია დატოვა, დადასტურდა. აღნიშნული განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი მიროტაძემ დღეს გააკეთა.
კიკნაველიძის სამომავლო გეგმები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრას ზესტაფონში აპირებს.
შალვა კიკნაველიძე პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე იყო კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი.