იტალიელი ექიმი, რომელიც მილანის სან კარლო ბორომეოს საავადმყოფოში მუშაობს, იტალიურ მედიას ინფიცირებული პაციენტების სიცოცხლის ბოლო წუთებზე ესაუბრა.
ინფიცირებულებმა იციან, რომ ამქვეყნიურ სამყოფელს მალე დატოვებენ და მხოლოდ ახლობლებთან საუბარს გვევედრებიან, მათ ვიდეოზარით უკავშირდებიან. უსაფრთხოებიდან გამომდინარე პაციენტებთან უშუალო კონტაქტი დაუშვებელია.
„იცით, რა არის ყველაზე დრამატული რამ? უნდა ნახოთ, თუ როგორ იღუპებიან მარტოობაში და გვევედრებიან ჩვენ, საშუალება მივცეთ, შვილებსა და შვილიშვილებს დაემშვიდობონ", - აცხადებს ექიმი.
აღსანიშნავია, რომ ისინი საღ გონებაზე არიან და გათვითცნობიერებულები ხვდებიან სიკვდილს.