logo_geo
eng_logo
ნიკუშა შენგელაია: ბიძინა ივანიშვილი წვრილმანებზე არ ხურდავდება
- +

14 ივნისი. 2016. 15:33


 

„ბიძინა ივანიშვილი წვრილმანებზე არ ხურდავდება, მისი მიზანი  ხალხის მაქსიმალური დახმარებაა", - ამის შესახებ მხატვარი ნიკუშა შენგელაია აცხადებს.


მისი თქმით, ივანიშვილის ღვაწლს ბევრი სათანადოდ ვერ აფასებს.


„შესაძლოა, ვიღაცამ ჩემზეც თქვას, რქები და კუდი ამოუვიდაო, ამის გამო გულგატეხილი უნდა ვიყო? როდესაც შენ თვითონ ქვეყნის წინსვლაში ერთი კენჭი არა გაქვს ჩადებული, სხვაზე რა უფლებით ლაპარაკობ? ბიძინამ კარგად იცის, რომ ხალხი მასზე ცუდს არ ფიქრობს, როგორ შეიძლება, ვიღაც კონკრეტული ნაძირალას სიტყვის გამო გულგატეხილი იყოს?! მას ისე უყვარს თავისი ქვეყანა, აქედან არსად წავა, ეყოფა მოთმინება, რომ ამ ტლიკინა ქათმებს არ აჰყვეს. ყველა ხომ არ დავბრმავდით, ვხედავთ, რაც გააკეთა ქვეყნისთვის, მარტო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნება რად ღირს! რატომ უნდა წავიდეს? საქართველო მისი სამშობლოა და უფლება აქვს, აქ იცხოვროს ბედნიერად თავის ოჯახთან ერთად", - ამბობს მხატვარი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner