logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს
- +

16 მარტი. 2020. 11:03

 

„საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს“, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.

 

„ეპიდვითარება მსოფლიოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად არის შეფასებული და ქვეყნების მხრიდან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.

 

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს და ამ ეტაპზე შედეგიც შესაბამისია, თუმცა ვითარება სიმშვიდისა და თვითკმაყოფილების საშუალებას მაინც არ იძლევა.

 

პრემიერის ხელმძღვანელობით პრაქტიკულად ყოველ დღე და ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერ იმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც, გარდა საერთო რეკომენდაციებისა, მუშავდება დამატებითი რეგულაციები, შეზღუდვები და მონიტორინგის მეთოდები. იხილება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარი. გარდა შეზღუდვებისა აქტიურად მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მომზადება და გაფართოვება, რომ პაციენტებმა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა.

 

ვირუსი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკასაც. ამიტომ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებითაც. დაწესდა საგადასახადო  შეღავათები და გადავადდა სასესხო ვალდებულებები. ტვირთბრუნვა ქვეყანაში არ შეჩერებულა.

 

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასაც, რის გარეშეც სასურველ შედეგზე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. სამწუხაროდ გვაქვს მოქალაქეების მხრიდან დაუმორჩილებლობის და ხშირად უსაფუძვლო უკმაყოფილების ფაქტებიც არა და უპასუხისმგებლობამ შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანოს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner